აფხაზი სპორტსმენები რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის საერთო სპორტულ თამაშებზე ითამაშებენ

აფხაზი სპორტსმენები BRICS-ის ქვეყნების სპორტულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
BRICS-ის წევრები , ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის სპორტის მინისტრმა, ოლეგ მატიცინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სპორტში რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მაღალ დონეზეა.
ამასთან, ოლეგ მატიცინს სურს, ერთ-ერთი სპორტული მარათონი სოხუმში ჩატარდეს. მისი თქმით, ასეთი სპორტული ღონისძიება , შესაძლოა, რესპუბლიკის დამახასიათებელი ნიშანი გახდეს, რომელიც გამოავლენს “ტრადიციულ აფხაზურ სტუმართმოყვარეობას მთელ მსოფლიოში”.
“BRICS Sports Games”-ი 2024 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყაზანში გაიმართება. BRICS-ის თამაშები ყოველწლიური შეჯიბრებაა BRICS-ის ქვეყნებს შორის.