“არემჯი ჯგუფი” აგრძელებს ტრადიციას და სამთოელის დღეს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს. სამთოელის დღის კორპორატიულ დღედ დაარსებიდან მე-5 წელს, კომპანიამ მასშტაბურად აღნიშნა პროფესიული დღე და თანამშრომლებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა.
„მეხუთე წელია სამთოელის დღეს აღვნიშნავთ და კომპანიაში უკვე დამკვიდრდა ეს ტრადიცია. გამონაკლისი არც წელსაა და დღეს, ასეთ შესანიშნავ დღეს დავაჯილდოვეთ 7 სამთოელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე ორმაგად დღესასწაულია ყველასთვის, რადგან მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის, საქართველოს თითოეულის მოქალაქისთვის ეს ძალიან დიდი დღესასწაულია.“ – ჯონი შუბითიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიება სამთოელების დაჯილდოებით გაიხსნა. წლის სამთოელის ჯილდო წელს 7 თანამშრომელს გადაეცა. საპატიო ჯილდოები სტუმრებს არემჯის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.
„ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს სიურპრიზი, ძალიან გამიხარდა ძალიან ვამაყობ, რომ ამ კომპანიაში ვმუშაობ. და რა თქმა უნდა, ეს დაფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“ – მარინე სანიკიძე, წლის სამთოელი.
წლის სამთოელების გამოვლენის შემდეგ, სტუმრების წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მოწვეულ სოლისტებთან ერთად წარდგა ნიკოლოზ რაჭველი, ცნობილი პროექტით, „კინომუსიკის შედევრები“.
2023 წლის სამთოელები გახდნენ: