„თუ რუსი იმიგრანტების რაოდენობა შემცირდება, ეს უარყოფითად აისახება როგორც ფულად გზავნილებზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე“ – გიორგი ხიშტოვანი

Galt & Taggart-ი მიხედვით, მიგრაციული ეფექტის შერბილებასთან ერთად 2025 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით 6%-ით, 3.2 მილიარდ დოლარამდე შემცირდება.
კერძოდ, 2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვები 19%-ით 3.4 მლრდ დოლარამდე შემცირდა, რაც დან გადმორიცხვების 65%-იანი კლებით იყო გამოწვეული. სანაცვლოდ კი გაიზარდა გზავნილები -დან, იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა იმ ქვეყნებიდან საიდანაც გზავნილებს საქართველოდან ემიგრირებული პირები აგზავნიან.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, უცხოურ ფულად გზავნილებთან მიმართებით ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი: რუსი იმიგრანტების გზავნილები და ასევე ის ფაქტი, რომ მათი ნაწილი საქართველოდან რუსეთში დისტანციურად მუშაობდა.
ხიშტოვანი „კომერსანტთან“აღნიშნავს, რომ რუსი მოქალაქეების მიგრაციის შემცირება, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს.
„საქართველოს 10 მილიარდ დოლარზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი აქვს, ანუ ჩვენ 10 მილიარდით მეტი საქონლის იმპორტს ვახორციელებთ, ვიდრე ექპორტს, შესაბამისად ეს დეფიციტი როგორღაც უნდა განეიტრალდეს, რათა სტაბილური გაცვლითი კურსი გვქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სავაჭრო დეფიციტი სხვადასხვა არხებით განეიტრალდეს, რომ გაცვლითი კურსი შევინაჩუნოთ და ჯამში, ქვეყანაში მოქალაქეებმა იმ სერვისებისა და საქონლის იმპორტი შეძლონ, რითიც ცხოვრების გარკვეულ სტანდარტს ქმნიან. ფულადი გზავნილები ამის ერთ-ერთი საშუალებაა. თუ გზავნილები შემცირდა, ეს სხვა თანაბარ პირობებში, აისახება ლარის გაზრდილ კურსზე და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.
გასათვალისწინეებელია ორი ფაქტორი: პირველი, ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეებისა და რუსეთიდან თანხების გადმორიცხვის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ საქართველოში, აქედან მუშაობდნენ ონლაინ რუსეთში და ხელფასსაც აქ იღებდნენ. რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი კლებადია, მაგრამ ეკონომიკაში მაინც მნშივნელოვანი როლი აქვს.
მეორე, რაც უნდა აღვნიშნოთ, ერთმნიშვნელოვნად, ზრდის ან კლების შეფასება რთულია, რადგან როგორც წესი, გზავნილების ზრდას, მეტი ემიგრაცია უზრუნველყოფს, ხოლო მეტი ემიგრაცია, თავისთავად ვნებს ადგილობრივ ეკონომიკას. ამ პროცესს „ტვინების გადინებასაც“ ეძახიან. შეიძლება, მოქალაქე გავიდეს ქვეყნიდან, მეტი თანხა გადმორიცხოს, მაგრამ ეკონომიკა უფრო დასუსტდეს.
თუ რუსი იმიგრანტების რაოდენობა შემცირდება, ეს აისახება როგორც ფულად გზავნილებზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე“,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.