ბოლო 11 წელიწადში, საშუალოდ, წლიურად, დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას – პრემიერი

“ბოლო 11 წელიწადში, საშუალოდ, წლიურად, დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს, 2012 წელთან შედარებით, მინიმუმ გაორმაგებულია. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ფერმერებისა და მოქალაქეებისთვის.
“კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ. ინფორმაცია შეეხება დასრულებულ მშენებლობებსა და ზოგადად უძრავი ქონების ფასს. ხომ საინტერესოა, ზოგადად გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ სექტორში. 2013 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობმა 23.5 მლნ. კვ.მ შეადგინა. მათ შორის: დასრულებული საცხოვრებელი შენობების საერთო ფართობი 15.1 მლნ. კვ.მ-ს შეადგენს.
ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას. 0.8 მლნ. კვ. მ იყო მაშინ.
მათ შორის, აჭარაზე მინდა მოგახსენოთ.
2013-2022 წლებში აჭარაში საშუალოდ წლიურად 307 ათას კვ.მ შენობების მშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს. მაშინ იყო 90 ათასი კვ.მ. დღეს არის 300 000. ეს კონკრეტული შედეგი ასევე წარმოგიდგინეთ>
ამასთან, 2013-2022 წლებში საშუალოდ 1,4 მლნ. კვ.მ ფართობის საცხოვრებელი შენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდე საშუალო მაჩვენებელს. 0.3 მლნ. კვ. მ. იყო მაშინ.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია მინიმუმ. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება