საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი უარს აცხადებენ წინადადებაზე ს გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი უარს აცხადებენ წინადადებაზე ს გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც Politico იუწყება, ევროპულ ქვეყნებს რუსული აქტივების დაყადაღება შეუძლიათ, რადგან ისინი -სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ. ეს ქმედება მათ დიალოგში საკუთარი ადგილის დაკავების საშუალებას მისცემს.
ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობენ, რომ აუცილებელია რუსული აქტივები ს გადაეცეს. ამ პოზიციას ეთანხმებიან პოლონეთი, ჩეხეთი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
ისინი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგებიან, საკუთარ პოზიციას იმით ხსნიან, რომ აქტივების კონფისკაციამ, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორები დააშინოს.
„თუ ჩვენ აქტივებს ყადაღას მოვხსნით და მათ ს გადავცემთ, დავრჩებით არაფრის გარეშე, ვეღარ გამოვიყენებთ მათ სავაჭროდ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე