ანჯეი დუდა – თუ გერმანიას ამერიკული ჯარების მასპინძლობა არ სურს, მაშინ პოლონეთი ამისთვის მზად არის

თუ გერმანიას ამერიკული ჯარების მასპინძლობა არ სურს, მაშინ პოლონეთი ამისთვის მზად არის, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ევროპა არ აინტერესებს და ევროპამ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები სწრაფად უნდა გააძლიეროს“.
„თუ გერმანიას ამერიკული ჯარები არ სურს, თუ -სთან პარტნიორობა არ სურს, ჩვენ აშშ-სთან პარტნიორობას სრული მზადყოფნით მივიღებთ. მთელი იმ თანამშრომლობის, რომელიც გერმანიას აშშ-სთან აქვს, პოლონეთში გადატანით დაინტერესებული ვარ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
ასევე, პოლონეთის პრეზიდენტი ფრიდრიხ მერცის კიდევ ერთ კომენტარს გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას შესაძლოა, ნატო-ს შემცვლელი ორგანიზაციის პოვნა დასჭირდეს.
„ნატო აშშ-ს გარეშე? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამის აზრი რაში მდგომარეობს? მსოფლიოში უძლიერესი ძალის, აშშ-ის გარეშე უსაფრთხოების ალიანსის გარანტიები მოჩვენებითი იქნება“, – აღნიშნა დუდამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?