კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “ატლეტიკოს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა.
მე-6 წუთისთვის “როხიბლანკო” უკვე 2:0-ს იგებდა, მე-19 წუთზე პედრიმ ანგარიში შეამცირა, 2 წუთში კი კუბარსიმ სხვაობა აღადგინა, 41-ე წუთზე ინიგო მარტინესმა “ბარსა” წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, 74-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ “ბარსელონას” უპირატესობა გაზარდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა მარკოს ლორენტემ “ინდიელებს” იმედი დაუბრუნა, 90+3 წუთზე კი სორლოტმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” 2 აპრილს
გაიმართება.
