Calciomercato-ს ინფორმაციით, “მილანის” მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადააყენონ. “როსონერის” ხელმძღვანელობის მიზანი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და მოქმედი დამრიგებლისთვის, გადამწყვეტი შემდეგი 2 შეხვედრა იქნება.
“ლომბარდიელები” 27 თებერვალს გასვლაზე “ბოლონიას” დაუპირისპირდებიან, 2 მარტს კი “ლაციოს” მიიღებენ და თუ ამ შეხვედრებში გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებენ.
აღსანიშნავია, რომ კონსეისაო მიმდინარე სეზონში “მილანის” უკვე მეორე მწვრთნელია და მან აღნიშნულ პოსტზე გასული წლის ბოლოს თანამემამულე პაულო ფონსეკა ჩაანაცვლა.
