ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, სოფლებში ბავშვები და მოხუცები არიან ჩარჩენილი, რომლებსაც პირველადი აუცილებელი ნივთები ესაჭიროებათ.
მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მიმართავს.
„საცხოვრებელი სახლები ინგრევა, ავარიულ სახლებს უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სოფლებში მოხუცებს დახმარება სჭირდებათ. თოვლის მასა საფრთხეს ქმნის”, – ამბობენ ადგილობრივები.
ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ოზურგეთის მერიის ცნობით, სოფელ ჯუმათში თოვლში ჩარჩენილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა უვნებლად გამოიყვანეს.
