“ერთ უცნაურ რაღაცას ვიტყვი ახლა – დღეს საქართველოში სტიქია მძაფრად ჩანს მხოლოდ ერთგან – წალენჯიხაში!
–რანაირად? – გაიფიქრებ ახლა, წალენჯიხაში რა, სოფლებია მოწყვეტილი? სახლებია ჩანგრეული? ფეხმძიმე ქალები მოხალისეების გამოსაყვანია? სახურავიდან ჩამოვარდნილი კაცი 24 საათი ვერ გამოყავთ? – აბა, რანაირად ხედავს ახლა ეს გოგო წალენჯიხაში ყველაზე მძაფრად სტიქიას?
აბა, სხვაგან რა ხდება? – სხვაგან, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სვანეთში, დანარჩენ სამეგრელოში, სადაც სოფლებია მოწყვეტილი, ბათუმში ავტობუსებია გაჩერებული, მთავარი ქუჩები ვერ გაწმინდეს, ადამიანები წერენ, რომ მიცვალებულს ვერ მარხავენ, დიალეზიანი, დიაბეტიანი ადამიანები უწამლოდაა და რა ჩანს, აბა, სხვა რეგიონებში? – რა და სხვაგან ყველგან ვხედავ ჩინოვინიკების უმოქმედობას, კორუფციას, ფეხებზე დაკიდებას, სიტუაციის სრულად მიშვებას, ადამიანების გაწირვას.
კობახიძემ თავად აღიარა დღეს, სიტუაცია რომ გართულდა, მერე ჩავრთეთ ჯარიო, ის აღარ უთქვამს, რომ 2 დღეა ვითხოვთ ჯარი ჩართოს. ის აღარ უთქვამს, რატომ გართულდა? ის აღარ უთქვამს, რატომ ამტკიცებდა სხვა ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ სიტუაცია კონტროლდება, როცა ტრაქტორიც კი არ გაუშვეს გზებზე?
აი, წალენჯიხაში კი მერამდენე დღეა სტიქიაა, ღიად ამბობს ამას ადგილობრივი ხელისუფლება, კი, ოპოზიციური, იბრძვის, ითხოვს დახმარებას, დადის ქუჩებში, პირადად ეძებს დასახმარებელ ოჯახებს, პირადად აკონტროლებენ ქუჩებს და თან საკრებულოს სხდომებზე, ქოცი დეპუტატების სისულელეების მოსაგერიებლადაც იცლიან.
აი, ესაა თვითმმართველობა.
აბა, მიეშვა იმასაც, იქაც თუ იგივე მდგომარეობა არ იქნებოდა, იქაც თუ არ გადაიკეტებოდა სრულად გზები, იქაც თუ არ გახდებოდნენ საჭირო მოხალისეები.
აბა, იგივე გაეკეთებია პირველივე წამიდან გურიას, აჭარას, თუ იქნებოდა იგივე მდგომარეობა.
თორემ, თოვლი რომ მოდის ზამთარში, ბავშვმაც კი იცის…
ამიტომაა წალენჯიხაში სტიქია და სხვაგან მკვლელი თოვლი.
ამიტომაა წალენჯიხაში სტიქია და სხვაგან ჩინოვნიკების სისხლის სამართლის დანაშაული.
ხოდა, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარემ გააკეთა ცხელი ხაზი დიდთოვლიანობასთან დაკავშირებით, ყველა რაიონში გააკეთა ეს ცხელი ხაზი და წალენჯიხა გამოტოვა.
ჯერ გავბრაზდი, რა ბოღმა და ბოროტები არიან–თქო.
მერე ვიცინე მათ სიპატარავეზე.
მერე მივხვდი, იმდენად სულელები არიან, სიმართლეც ისე წამოცდათ, ვერ მიხვდნენ, ხო, წალენჯიხის მერია ისედაც მთლიანაც ცხელი ხაზია, პირდაპირ ქუჩაში პოულობს მათ ხალხი, კომენტარებში პირადად პასუხობენ ადამიანებს.
კი, სტიქიისგან არავინაა დაზღვეული, აგერ ოპოზიციურ ქალაქშიც თოვს, კი, კი, არც მსხვერპლისგანაა ვინმე დაზღვეული, მაგრამ ადამიანი რომ 6 დღე ელოდება დახმარებას და სახლიდანაც ვერ გადის, როცა ქვეყანას ტექნიკაც აქვს, ვერტმფრენიც და ჯარიც კი არაა ჩართული მათ დასახმარებლად, მისი მერი კი იძახის, რომ ყველაფერი კონტროლდება – აი, ეგ დანაშაულია.
ამიტომაც, გავმეორდები და წალენჯიხაში სტიქიაა და სხვაგან ყველგან დანაშაულის ქრონიკებია და მჯერა, ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებთ!” – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა.
ცნობისათვის, ხელისუფლებამ დიდთოვლობის გამო შემქნილი ყველა მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის ტელეფონის ნოემრი გამოაქვეყნა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა!