რუსეთის 155-ე ბრიგადის დანაკარგები უკრაინაში 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩეჩნეთში იყო-BBC

ასული წლის თებერვალში უკრაინის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ბრიგადამ დაკარგა მინიმუმ 234 მებრძოლი და ბრიგადის საერთო დანაკარგები, მძიმედ დაჭრილი, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულების სახით, შეიძლება აღემატებოდეს 1,450 ადამიანს, ანუ მისი საშტატო რაოდენობის თითქმის ნახევარი.

ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სის რუსული სამსახური ავრცელებს. 234 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის სახელები ღია წყაროებიდან Mediazon-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშით იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნულია, რომ ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე ამ დანაყოფის დანაკარგები ჩეჩნეთში იყო ომის 10 წლის განმავლობაში. დაღუპულთა შორის სულ მცირე 18 რუსი ოფიცერია, მათ შორის ჯავშანტექნიკის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი მოსკვიჩევი, ოთხი მაიორი და ხუთი კაპიტანი.
ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 39 424 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ წინა კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazon-ის ახალ ანგარიშში იყო ნათქვამი.
გამომძიებელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ის მსხვერპლია, რომელთა სახელები და სამარხები ღია წყაროების საშუალებით იქნა გამოვლენილი. ს დანაკარგების რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს.

ბოლო მსგავსი ანგარიშიდან, 1 დეკემბერს რომ გამოქვეყნდა, დაღუპულ რუს სამხედროთა სიას 1163 სახელი დაემატა. დანაკარგების ზრდა, პირველ რიგში, დონეცკის მახლობლად, ავდეევკის მხარეში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლებით არის გამოწვეული. ახალ დახოცილთა შორის არის სამი მაღალი რანგის ოფიცერი. ისინი დაკავშირებული იყვნენ ავიაციასთან, მაგრამ დაბომბვის ან ნაღმების აფეთქების დროს ხმელეთზე დაიღუპნენ.

ასევე დაგაინტერესებთ