კირ სტარმერი – თავდაცვის ხარჯებს 2.5%-მდე ვზრდით, ეს კიდევ უფრო საშიში სამყაროა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბრიტანელი ხალხი დავიცვათ – ტრამპი ამბობს, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ და მას ვეთანხმები

დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2.5%-მდე გაზრდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
“ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, უპირველესი ვალდებულებაა, ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სწორედ ამიტომ თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2.5%-მდე ვზრდით 2027 წლის აპრილიდან.
ეს კიდევ უფრო საშიში სამყაროა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელი ხალხი სახლში დავიცვათ”, – წერს სტარმერი X-ის საკუთარ გვერდზე.
მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე სტარმერმა განაცხადა, რომ ეს “მნიშვნელოვანი მომენტია” და ამ თაობამ უნდა “იბრძოლოს მშვიდობისთვის”.
მან აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში – ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან – ყველამ იცოდა “გულის სიღრმეში”, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
სტარმერმა აღნიშნა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ის მუდმივად ამტკიცებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, მეტი უნდა გააკეთონ კოლექტიური თავდაცვისთვის.
“სიმართლეა, რომ ტრამპი ამბობს, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. და მას ვეთანხმები”, – განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, 27 თებერვალს სტარმერის ვაშინგტონში ვიზიტი და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაა დაგეგმილი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის დღეს, 25 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ვაშინგტონიდან დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­მო­ბილს 13 წლის მო­ზარ­დი მარ­თავ­და… – “შაკოს ოჯახს გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმეს ხურავს, რადგან მკვლელი არის 13 წლის… გართობას ბიჭის სიცოცხლე შესწირა”… ავარიას შეწირული 31 წლის ბიჭის საქმის დეტალები