რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით – “არა რუსულ ოკუპაციას” მიმდინარეობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

პარლამენტის წინ აქცია ლოზუნგით – “არა რუსულ ოკუპაციას” მიმდინარეობს.
სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა, საიდანაც მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
პირველ გიმნაზიასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში უკვე ადგილზე იმყოფება.
ვიდრე სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, ფილმის, სახელწოდებით: “რესპუბლიკის დაცემა და წითელი ტერორი” ჩვენება მიმდინარეობს.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 90-ე დღეა უწყვეტად გამოდიან. მათი უცვლელი მოთხოვნაა – ახალი არჩევნების ჩატარება და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება