“ულამაზესი ქართველი ქალები” – კადრები ნინა ზარქუას გლამურული წვეულებიდან

ქართველი დიზაინერი 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში, მილანში. ჰქონდა სამოდელო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით. ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
2013 წელსვე ანუკი არეშიძემ ფეხბურთელ ზე იქორწინა.
“მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტა ხნის შემდეგ, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. კახი სიყვარულს ჩუმად, უთქმელად გამოხატავდა. თვალებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგონები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ” – ამბობდა მაშინ ანუკი. კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.
ამჯერად ანუკი ნინა ზარქუასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ნინა 36 წლის გახდა და საღამო ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში გაატარა. ნინას უმშვენიერესი შავი კაბა, ანუკის კი ოქროსფერი კაბა ეცვა.
დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მოახერხა, შეექმნა მოდელის კარიერა და გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი. ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზზე მუშაობს და მისი კოლექციები მსოფლიო ბაზარზეც გადის.
ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ და დასასვენებლადაც ერთად დადიან. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. დიზაინერის თქმით, ეს მისთვის სასიხარულო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ალექსანდრეს ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებდა, ახლა კი მასთან ერთად უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებდა.
ანუ­კი და ნინა ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობ­დნენ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს პო­დი­უმ­მა და­ა­კავ­ში­რა. ორი­ვემ პრო­ფე­სი­ად დი­ზა­ი­ნე­რო­ბა აირ­ჩია, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი არ­ჩე­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე გა­ა­კე­თეს.
ანუ­კი და ნინა ხში­რად შო­პინ­გობ­დნენ ერ­თად უცხო­ეთ­ში, მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, აქ­ვეყ­ნებ­დნენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს და გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.
2018 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათი მე­გობ­რო­ბა დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ორი­ვეს არა­ერ­თხელ ჰკი­თხეს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რა გახ­და მი­ზე­ზი, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­დნენ, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ ანუ­კი არე­ში­ძემ ნინა ზარ­ქუ­ას ჩექ­მის მო­დე­ლის კო­პი­რე­ბა და­აბ­რა­ლა… ქა­ლე­ბის ჩხუბს კა­ცე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია და ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი-კა­ლა­ძე ისევ აგ­რძე­ლებ­დნენ მე­გობ­რო­ბას. ცოტა ხნის წინ კი ნინამ და ანუკიმ ურთიერთობა აღადგინეს და ერთად კვლავ დიდ დროს ატარებენ.