შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან

შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ოფიციალური ვიზიტისას.
მისი თქმით, ბრიუსელი ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით მიეჩვია უსაფუძვლო და ყოველნაირ საფუძველს მოკლებული განცხადებების კეთებას.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ასეთი არასამართლიანი მიდგომები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით. როდესაც საუბარი ეხება პერსონალურ სანქციებს, მითუმეტეს ადამიანებზე, შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ არიან აქტორები, რომლებიც მთელ ძალისხმევას მიმართავენ იმისკენ, რომ გამოყენებული იყოს მსგავსი მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხდება ბრიუსელის ინსტრუმენტად გამოყენება და სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ამას უშლის ხელს დღეს უნგრეთი, და ისინი გააგრძელებენ ასე მოქმედების“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა

აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან