ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია

ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების შესახებ საუბრისას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცუდია, რომ არ წყდება სპეკულაციები, ვინაიდან, ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, რამდენიმე ადამიანი სტიქიის გამო დაიღუპა. მან ოპონენტებს მოუწოდა, ცოტა ხნით გაჩერდნენ და ნუ დააპანიკებენ ხალხს, რომელიც იმედით ელოდება დახმარებას.
„ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ადამიანი, რომლის გარდაცვალება უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა, არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ მათი გარდაცვალება სტიქიით იყო გამოწვეული. სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და მის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას. ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ იმისათვის, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან.
ისედაც რთული ვითარებაა, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება ხშირ შემთხვევაში თეორიულადაც და მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ, ესენი აპანიკებენ, რომ სადღაც იღუპებიან ადამიანები იმის გამო, რომ სასწრაფომ ვერ მიუსწრო, რაღაც ვერ გააკეთეს და ა.შ. ამ მავნებლობას, ძალიან ვთხოვთ, ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი და 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებას მაინც ნუ მიაწერენ სტიქიას და ნუ დააპანიკებენ დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია, მიდიან ოჯახებში და ცდილობენ რაღაცნაირად გაკვალონ გზა. ბევრგან არის სურსათის დახმარების საჭიროება და შემთხვევები, თუმცა, არის სოფლები, განსაკუთრებით პატარა სოფლები მაღალ მთაში, მოწყვეტილია კომუნიკაციას და იქაც მიდის ახლა მძიმე და მაღალი გამავლობის ტექნიკით გადაადგილება, რომ ბოლო ოჯახამდეც კი მივიდნენ რამენაირად.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს