“დიფსთეითის დავალებების ქვეშაა” – ევროკავშირის ელჩზე

ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი მოვლენების ფონზე, ისევ დიფ სთეისზე და ევროკავშირის ელჩზე ისაუბრა და თქვა:
ევროკავშირის ელჩი დამარცხდა არჩევნებში, მისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით, ის ღიად აწარმოებდა კამპანიას კოლექტ.ნაცების სასარგებლოდ. მას არც ერთხელ არ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები რაც იმართებოდა საქში, აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ეს ადამიანიც არის ძალადობის მონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას თუმცა მისი ეს მცდელობა აღარაა წარმატებული. ჩვენ მოვახერხეთ და აღვკვეთეთ ის ძალადობა, რასაც ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები და მთავარი მიზანი იყო კოლექტიური ნაც მოძრაობის დაბრუნება რაც არ დაუშვა სახელმწიფომ. როდესაც ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში უნდა იზრუნო ევროკავშირისა და შესაბამისი ქვეყნის დაახლოებაზე ამის საპირისპირო ნაბიჯებს რომ დგამ, ეს არის კონპროდუქტიული და სამწუხარო მოვლენა, ის პირდაპირ მოქმედებს დიფსთეითის დავალებების ქვეშ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

“უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, 3 განსხვავებული ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან – 1 დაყაჩაღების, 1 ცივი იარაღით თავდასხმის მცდელობის (ვიდეო თქვენც ნახეთ ალბათ), 1 ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის”