ბექა ლილუაშვილი – რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო და მით უმეტეს, თუ ეს ზრდა არაფერზე დგას, გარდა შენი ბელადის სანქციების შიშების და ქონების გადამალვის მცდელობისა

რამდენად უვიცი, ან რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო და მით უმეტეს, თუ ეს ზრდა არაფერზე დგას, გარდა შენი ბელადის სანქციების შიშების და ქონების გადამალვის მცდელობისა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
მისი თქმით, „ეს არის სამარცხვინო კომენტარი, რომელიც აღარც კობახიძის “პროპაგანდის მარჟით” აღარ იხსნება“.
„ივანიშვილის მიერ, -დან და UK-დან ნახატების გამორბენინება რა ფორმით არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ნეტავ?! ამ ნახატების გარეშე, სავაჭრო ბრუნვის ზრდა მხოლოდ 6% და ისიც ძირითადად იმპორტის ზრდის ხარჯზე.
რამდენად უვიცი, ან რამდენად მავნებელი უნდა იყო, რომ იმპორტის ზრდის გამო გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ქვეყნის დიდ მიღწევად გამოაცხადო და მით უმეტეს, თუ ეს ზრდა არაფერზე დგას, გარდა შენი ბელადის სანქციების შიშების და ქონების გადამალვის მცდელობისა. ამ დროს კი, შენი ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება აგრესორ, ოკუპანტ რუსეთზე გაზარდო, დასავლეთის ქვეყნებზე შეამცირო და შემდეგ ამით ამაყობდე (ეს კი ნამდვილად დასტურდება საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებით თუნდაც გასულ წელს),“ – წერს ლილუაშვილი.