რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

სერგეი ლავროვი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„25 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის მიწვევით ს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით თეირანს ეწვევა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, თეირანში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი გუშინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – თბილისში მოწყობილ კუსტარულ საწარმოში ამზადებდნენ ტკბილეულსა და ყავას, რომლის რეალიზაციას Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით ახდენდნენ – დაკავებულია ორი პირი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა – სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ არ შევთანხმებულვართ