ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილი არ არის, რის გამოც, კლინიკებსა და სხვა საჭირო ობიექტებში ვერ მიდიან.
მოქალაქეები ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ.
„ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში არც წყალი გვაქვს და არც დენი, გზა საერთოდ არ არის გაწმენდილი. 9 თვის ორსული ვარ, რა დროს რა მოხდება, არ ვიცი. საერთოდ არ იწუხებენ თავს გზის გაწმენდისთვის, მამაჩემმა არაერთხელ დაურეკა გამგებელს, მაგრამ შედეგი ნულია”, – ამბობს მოქალაქე ხატია დავითაძე.
თავის მხრივ, ქობულეთის მერია სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ყველა უწყება აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს, რათა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.
