რონალდო პირველზეა – რომელმა ხუთმა სპორტსმენმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა 2024 წელს
Sky Sports-ის ინფორმაციით, 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი კრიშტიანო რონალდო გახდა. “ალ ნასრის” შემტევმა 248 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მეორე პოზიციაზე კალათბურთელი სტეფ კარია (146 მილიონი). მესამე ადგილს მოკრივე ტაისონ ფიური იკავებს (140 მილიონი ევრო).
ლეგენდარული ლიონელ მესი მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა და მისმა გამომუშავებულმა თანხამ 129 მილიონი ევრო შეადგინა.
ხუთეულს კიდევ ერთი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი ხურავს. მისი ანაზღაურება მესიზე 2 მილიონით ნაკლები იყო და 127 მილიონი ევრო შეადგინა.
