„ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე“ – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის სხვადასხვა რეზოლუციებს, საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა ს სამხედრო აგრესიას ში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი საქართველომ -ის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
„ჩვენ შევუერთდით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს