ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია
ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტში ინტენსიურ თოვასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
შარაშიძის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, იწმინდება ცენტრალური გზები, ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც, მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა და ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.
„რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა.
ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
იწმინდება ცენტრალური გზები. ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც.
მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა. ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში ერთი დღით, ხოლო ბაღებში ორი დღით შეჩერდა,“- განაცხადა დავით შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

: სააკაშვილი გაზეთების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოიპოვებდა, იმიტომ, რომ წინდაში “შარვალჩატანიებული” სააკაშვილი ჰყავდა ამ ხალხს ნანახი და მათთვის ის არანაირი ავტორიტეტი არ იყო

ე.წ. ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე უტიაშვილი გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ დაზიანებულაო, ტაქსისტები თუ დაზიანდნენო. ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო