ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარი ჩიკვიშვილი: იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები – მაქსიმალური კეთდება, შეუჩერებლად მუშაობს ყველა სამსახური

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარი ჩიკვიშვილი: იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები – მაქსიმალური კეთდება, შეუჩერებლად მუშაობს ყველა სამსახური
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მარი ჩხიკვიშვილი, მიმდინარე რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად მოიმატა, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები და ყველა სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს. ჩხიკვიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ.
„რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩვენს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა.
იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები.
ამ წუთებში ვმუშაობთ გაღმა დვაბზუში .
მეგობრებო გვესმის შექმნილი სიტუაცია ყველას გვაწუხებს. დამერწმუნეთ მაქსიმალური კეთდება. შეუჩერებლად მუშაობს ყველა სამსახური.
ლაშა გოგოტიშვილი დილის 7 საათიდან მუშაობს უბნებში რთულ საგზაო მონაკვეთზე. გთხოვთ დარჩით სახლში!“ – წერს მარი ჩხიკვიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს