მონაწილეობა საჭიროცაა და აუცილებელიც – გია ვოლსკი 9 დათქმის შესრულებაში ოპოზიციის ჩართვაზე

9 დათქმის შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგ ეტაპზე გადასვლა – სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა უკვე გაგზავნილია ევროკომისიაში და მმართველი გუნდი მზად არის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამუშაო პროცესის დროს კარი ყველასთვის ღიაა.
“ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ამ პროცესის ინკლუზიურობა, თუმცა ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ინკლუზიურობაზე მოწოდებას თან ახლდა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის მხრიდან მეტი კონსტრუქციულობის გამოვლენის საჭიროებას. ოპოზიციას, პრაქტიკულად, არ გამოუვლენია არავითარი კონსტრუქციულობა პროცესთან მიმართებაში. სამწუხარო რეალობაა ის, რაც გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არის რეალობა,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე .
“მონაწილეობა არის საჭირო, აუცილებელიც არის… და დეპოლარიზაციას თუ არ ველით, ჩვენ არ ველით ყოველ შემთხვევაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შევძლოთ პარლამენტში ერთობლივად მუშაობა გარკვეულ კანონპროექტებზე, რეფორმებზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის და წევრობის კანდიდატის დღის წესრიგში,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე .
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ხალხის ძალის” წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ოპოზიციის ჩართვა-არჩართვის საკითხი უმნიშვნელოა.
“ევროინტეგრაციის მატარებლიდან ოპოზიციის ვაგონი არის ჩახსნილი, შესაბამისად, მათი ვაგონი გაჩერებულია, ახლა ისინი ამ ვაგონს ხელით მიაწვებიან და გააგორებენ, თუ გაჩერებულ ვაგონში გააგრძელებენ ცხოვრებას, ეს არის მათი გადასაწყვეტი და ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი აგრძელებს ცხოვრებას, მათ შორის, ევროინტეგრაციას და, შესაბამისად, მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობა არანაირად არ აისახება სამომავლო შედეგებზე,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანდალიზმის მცდელობებია, ყვირიან, აბრახუნებენ. ქართველი ხალხი რატომ არ დგას დღეს გარეთ, რატომ არიან დაორგანიზებული ერთეული ადამიანები?! ორკები, თქვენ პირადად [ქრონიკის ჟურნალისტს] როგორ დაგესხნენ თავს ვნახეთ