ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკი დაბომბეს – დაღუპულია, სულ მცირე, 90 ადამიანი

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებები აქტიურია. ისრაელის ავიაციის მიერ, ღაზის სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელიდან ღაზის სექტორში ქერემ შალომის გზით ჰუმანიტარული ტვირთი პირველად შევიდა. აქამდე, დახმარება მხოლოდ რაფაჰის გამშვები პუნქტით შედიოდა, რომელიც ეგვიპტისა და ღაზის საზღვარზე მდებარეობს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზის სექტორში “ჰამასის” უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს. გვირაბი 50 მეტრამდე სიღრმეზეა გაჭრილი, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციითა და საკომუნიკაციო სისტემებით. აღსანიშნავია, რომ გვირაბი საკმარისად განიერია იმისთვის, რომ დიდი ავტომობილიც გადაადგილდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი