ბელგიაში დაიწყო ქვეყანაში პირველი, ეგრეთ წოდებული მწვანე წყალბადის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ქარხანა მუშაობას 2026 წლის ბოლოს დაიწყებს. „მწვანე“ წყალბადი არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რომელიც იწარმოება ენერგიის განახლებადი წყაროების (ქარი, მზე და ა.შ.) გამოყენებით წყლის ელექტროლიზით. ეს მეთოდი არ გამოყოფს მავნე გამონაბოლქვს, განსხვავებით ტრადიციული წყალბადის წარმოებისგან, რომელიც იყენებს წიაღისეულ საწვავს.
ბელგია იმედოვნებს, რომ ქარხანა ხელს შეუწყობს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას წელიწადში 25000 ტონით.
