Reuters – გაერო-ს უშიშროების საბჭომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ, ში ს შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, -ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კერძოდ, რეზოლუცია „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს“, ადასტურებს, რომ გაერო-ს მიზანია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება და კონფლიქტის სწრაფი დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მოწოდებით გამოდის.
რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10-მა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა, ხუთმა ქვეყანამ კი – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, მ, საბერძნეთმა და სლოვენიამ – თავი შეიკავა.
Reuters-ი წერს, რომ მანამდე, შეერთებულმა შტატებმა ვერ დაარწმუნა გენერალური ასამბლეა, იგივე რეზოლუცია მიეღო, რომელიც უშიშროების საბჭომ მიიღო. ასამბლეამ რეზოლუციას მხოლოდ მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც მასში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ. ასევე ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეერთებული შტატების შესწორებულმა რეზოლუციამ გუშინ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში 93 ხმა მიიღო, 73-მა – თავი შეიკავა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. ასამბლეამ კიდევ ერთი უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 18-მა მისცა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა.