უკრაინელმა პარტიზანებმა რუსი ოფიცრის მანქანა ააფეთქეს

მარიუპოლში უკრაინული წინააღმდეგობის წევრებმა რუსი ოფიცერის მანქანა ააფეთქეს. დაშავებული სამხედრო საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“აფეთქება შეფარვით, სხვა აფეთქების პარალელურად მოხდა, რის გამოც შემთხვევის შესახებ გვიან გაიგო პოლიციამ და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა.
წინააღმდეგობა მოკითხვას უთვლის ყველა მძღოლს, რომელიც Z-სიმბოლოიანი მანქანით გადაადგილდება. შემდეგი (აფეთქებული) მანქანა შესაძლოა თქვენი იყოს”. – წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრო ანდრიუშენკო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქებული ოფიცრის მანქანას კავკასიის სამხედრო ნაწილის მაღალჩინოსანი მართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ