რუსებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაზიანებულია მაღალსართულიანი კორპუსი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს „შაჰედის“ დრონებით შეუტიეს, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მერის, არტემ კობზარის განცხადებით, თავდასხმის შედეგად მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ.
კობზარის ინფორმაციით, ქალაქში შექმნილია საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრის შტაბი.