ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე სერბეთთან 54:63 დამარცხდა.
ამ მატჩს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამეთუ ნებისმიერ შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა, საქართველო კი მეორეზე და ორივე გუნდმა ევროპირველობის საგზური გასულ ტურში გაინაღდა. მიუხედავად ამისა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზი პირთამდე გაივსო.
ჩვენმა გუნდმა ტრავმირებული ბოლდუინის, აგრეთვე შენგელიას და შერმადინის გარეშე ითამაშა. მწრთნელმა ჯიკიჩმა თანამემამულეების წინააღმდეგ პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე,დ. სანაძე, კორსანტია, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე. დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 13:17 დასრულდა. ქართველი კალათბურთელები დაცვაში კარგად
ირჯებოდნენ, შეტევაში დ. სანაძე და ბურჯანაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა მასპინძლები სიმაღლიდან გამომდინარე ფარზე უპირატესობას ფლობდნენ , სამქულიანებს ზუსტად ვერ ისროდნენ და პირველი ტაიმი 4 ქულით მოვიგეთ.
დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი მალე ამოწურა, სერბებმა გაქცევა მოხერხეს, ბურჯანაძემ ორი ზუსტი სამიანით ანგარიში გაათანაბრა, დასკვნითი პერიოდის წინ კი ტაბლოზე 44:41 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედში ჯინჭარაძემ და ოჩხიკიძემ მეხუთე პერსონალური მიიღეს, მასპინძლებს სამქულიანი სროლები შედარებით წაუვიდათ და გაიმარჯვეს.
17 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბურჯანაძე გახდა, 12-12 ქულა დ. სანაძემ და კორსანტიამ (6 მოხსნა) ჩააგდეს, 10 ანდრონიკაშვილმა, 2 ს. სანაძემ, 1 კი ოჩხიკიძემ. მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ავრამოვიჩი იყო.
სერბები რაც არ უნდა ისეთი ხალხით იყოს რომლის გვარებიც არ გვსმენია მაინც ფავორიტები იქნებიან ბევრთან თან სახლსე შერმადინი-შენგელია ბოლდვინის გარეშე მინუს ცხრა თან მესამე პერიოდში რო გაიქცნენ მაინც გავათანაბრედ შესაბამისად ორი მეოთხედი წინ რო იქნები მესამეში ჩამორჩენას ამოქაჩავ ამდენი ლიდერის გარეშე ლოგიკურად კარგი ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს
