პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო – ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაკავების საშუალება არ მისცეს.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინის საელჩოდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
“დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 89-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა ახლი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება