საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად უკრაინის დროშა გამოფინეს. მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რუსეთი უკვე დამარცხებულია.
ასევე, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათი მთავარი მოთხოვნები შეახსენეს.
“რუსეთი არის მტერი და ამ ბრძოლაში უკრაინა გაიმარჯვებს. სოლიდარული ვართ მოძმე ერის მიმართ. ჩვენ გვყავს საერთო მტერი, რასაც რუსეთის იმპერია ჰქვია. დიდება საქართველოს, თავისუფლება საქართველოს.
პუტინს ეგონა, რომ უკრაინას სამ დღეში აიღებდა და დღეს, ვხედავთ, სადაც არის რუსეთი. ის დამარცხებულია ამ ბრძოლაში”, – აღნიშნავენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი