უკრაინაში მებრძოლ ოსებს დრონები გადასცეს – ცხინვალი

ოსური სააგენტო რეს-ის ცნობით, რუსეთის მხარეს უკრაინაში მებრძოლ ოსებს, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პირადად გადასცა კვადროკოპტერები.
მედიის ცნობითვე, კვადროკოპტერები მებრძოლებმა თავად ითხოვეს და მათი თხოვნა ცხინვალმა გაითვალისწინა.
ოფიციალური ცნობით, დღეს უკრაინაში დაახლოებით 12 ათასი ოსია, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 12 ათასიდან ათასზე მეტი სამხრეთ ოსეთიდანაა, რაც, ბრძოლისუნარიან მამაკაცთა 13%-ს შეადგენს. 40-მდე უკვე დაიღუპა.
“ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს ჩვენი ომი არაა, მაგრამ ეს ჩვენი ომია, სამწუხაროდ. იმის გათვალისწინებთ, თუ რას ვხედავთ მოსაზღვრე საქართველოში, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა უკრაინაში უკან დაიხიოს, ჩვენი მომავალი, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთ ოსეთის – არ იქნება შესაშური. ამიტომაც ეს ომი აბსოლუტურად ჩვენი ომია”, – განაცხადა უკრაინაში ოს სამხედროებთან შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პეტრე გასიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია