დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
„რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით.
მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში, დასაქმების თვალსაზრისით, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, სწორედ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე.წ. დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა – ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი