უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის რეგიონშიც

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის რეგიონშიც. თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია. დიდთოვლობაა ვანშიც. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება რეგიონს, მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში შესაბამისი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება. რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.
მათივე ინფორმაციით, თოვლის საფარის დონე ქვედა ზონაში 40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა