ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს

ვფიქრობ, უნდა განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან, არჩევნებამდე და მის პერიოდში ბევრი დარღვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს, საქართველოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ასე გააგრძელებს“, – აღნიშნა კასპარ ველდკამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა