ფრიდრიხ მერცი – ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს – სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს

ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ხელმძღვანელი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მერცი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობით გაიმართოს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის სამი წელი. ომის სამი წელი ევროპაში. სამი წელია, არ გვშორდება ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს“, – წერს მერცი.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია