მოსკოვი უარყოფს, რომ მისი წარმომადგენელი თბილისში სკანდალის გამო გაიწვია

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ “სოციალურ ქსელებში გავრცელებული სპეკულაციები იმის შესახებ, თითქოს თბილისიდან შვეიცარიის საელჩოში ს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ტროფიმოვი გაიწვია, სინამდვილეს არ შეესაბამება — საუბარია გეგმურ როტაციაზე”.
რამდენიმე დღით ადრე Youtube-ით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში უკმაყოფილი არიან იმით, რომ მათმა თანამშრომელმა თანხა გამოყო იმ არტისტებისა და რეჟისორების სპექტაკლების ბილეთების საყიდლად, ვინც რუსებსა და რუსეთის პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებს და პუტინს ში ომის გაჩაღებას აბრალებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram-არხზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ფსევდოსენსაცია, რომელიც გათვლილია მათთვის, ვისაც დიპლომატიური საქმიანობის რეალიები ზედმიწევნით კარგად არ ესმის.
ამასთან, მოსკოვის განცხადებაში ნათქვამია, რომ დადებითად აფასებენ ტროფიმოვის მიერ თბილისიში სექციის ხელმძღვანელის პოსტზე ჩატარებულ საქმიანობას უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის მის ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობაში.
„ცხადია, რომ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, მათ შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ჩვენს ქვეყნებს შორის, არ აძლევს მოსვენებას მოწინააღმდეგეებს, რომელთაც ხალხებსა და ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანა სურთ. ვიწვევთ ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის წყაროებს, უგულებელყონ სპეკულაციები და მანიპულაციური გავრცელებები და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ მასალებს.“
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მოსკოვმა გაიწვია სკანდალში გახვული დიპლომატი შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ტროფიმოვი, რომელიც საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი გახდა სკანდალებისა და რუსულენოვანი დიასპორის შევიწროების გამო”.
“თანამემამულეები მას მონოპოლიაში ადანაშაულებენ, რესურსების გადანაწილებაში ახლო გარემოცვას შორის. მოსკოვში უკმაყოფილი არიან იმით, რომ მათმა თანამშრომელმა თანხა გამოყო იმ არტისტებისა და რეჟისორების სპექტაკლების ბილეთების საყიდლად, ვინც რუსებსა და რუსეთის პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებს და პუტინს უკრაინაში ომის გაჩაღებას აბრალებს. “რუსეთის ინტერესების სექციის გვერდზე განთავსებულია ის აქტივობები, სადაც რუსეთის დროშასა და პრეზიდენტის ფიტულს წვავენ. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წყარომ თქვა, ფავორიტების პროტექციონიზმისთვის გავლენიან ახლობლებს მიმართავდა. “როსსოტრუდნიჩესტვოს”თანამშრომლებთან შეხვედრის ამსახველი ერთ-ერთი აუდიოჩანწერის შესაბამისად, ტროფიმოვი დაჟინებით ითხოვდა რუსისტებისთვის შეკვეთილში სემინარის ჩასატარებელ ფულს იმ არგუმენტით, რომ საკითხებს, რომელთა გადასაჭრელად ნახევარ წელია საჭირო, თავად ორ დღეში გადაჭრის”, – ნათქვამია ვიდეომასალაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება აიკრძალება – იკრძალება უცხოური ძალის მიერ მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების და გადაცემის დაფინანსება ან თანადაფინანსება