ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს – ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით

ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს განუცხადა.
„დღეს ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები