დიდთოვლობის გამო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდა

აჭარის განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღეს.
სწავლა შეჩერდა ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
როგორც სამინისტროში გვითხრეს, მართალია, წუხელ სკოლებთან მისასვლელი გზები გაწმინდეს, თუმცა ღამით ინტენსიური თოვის შემდეგ, დილით თოვლის დიდი საფარი დახვდათ.
ბათუმში თოვლის საფარი დღეს დილისთვის ნახევარ მეტრს აღწევს.
მეხუთე დღეა, თოვს.
მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების დაბლობში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება.
სინოპტიკოსების ცნობით, ინტენსიური თოვა შენარჩუნდება 26 თებერვლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები