კიევში დღეს13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით 24 თებერვალს, კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ევროპელი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია… ჩვენი პლატფორმა “ – სკანდინავია-ბალტიისპირეთი”, ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოხდება „მტკიცე გადაწყვეტილებების“ მიღება.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის