“საშინელი რამაა საბჭოთა მემკვიდრეობა – ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე იქაურმა ქოცებმა გაიმარჯვეს” – ბატიაშვილი

საშინელი რამაა საბჭოთა მემკვიდრეობა – ამ რუკაზე კარგად ჩანს, რომ ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე იქაურმა ქოცებმა გაიმარჯვეს, დანარჩენ გერმანიაში კი ნორმალური პარტიები ლიდერობენ. 30 წელზე მეტია აღარ არსებობს გდრ, მაგრამ უხილავი საზღვრები მაინც ძლიერია. ამ ამბავში კარგი ისაა, რომ დასავლეთ გერმანიის წყალობით საღმა აზრმა გაიმარჯვა ქვეყანაში. ჩვენ გაცილებით რთულ სიტუაციაში ვართ. თუმცა, არც აქ არიან ქოცები უმრავლესობაში. ჩვენც უნდა გავიმარჯვოთ საბჭოთა კავშირზე!
ჩვენთვის საინტერესო იყო როგორ მიმართა გერმანიის არჩევნებში გამარჯვებულმა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ფრიდრგიხ მერცმა იქაური ქოცების (AfD) ლიდერს ვაიდელს წინასაარჩევნო დებატებისას:
“არა, ფრაუ ვაიდელ, ჩვენ არ ვიქნებით ნეიტრალურები რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ არ ვიდგებით შუაში. ჩვენ უკრაინის მხარეზე ვართ. სთან ერთად დავიცავთ ახლანდელ ევროპას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ისეთები, როგორიც თქვენ ხართ, არ განსაზღვრავდეთ მის (ევროპის) პოლიტიკას”.
იმედია, სწორედ მერცი შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას და გახდება გერმანიის ახალი კანცლერი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი