ამ კვირაში ომის დასრულება შეუძლებელია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება ერთ კვირაში შეუძლებელია, რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ განიხილება და ამ საკითხზე კონკრეტული შეხვედრები არ ყოფილა.
„ამ კვირაში ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინისთვის [უსაფრთხოების] გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დღეს გაკეთდეს ჩვენთან შეხვედრების გარეშე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, მანამდე თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეუძლია მოსკოვთან შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მომავალ კვირაში.