ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის ფინალში იჭიდავებს

პოლონეთის დედაქალ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობის ფინალში ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) იჭიდავებს.
ქართველი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 90 კგ წონის კატეგორიაში ასპარეზობს. ტატომ ჯამში 5 დაპირისპირება მოიგო, მან ფინალში გასასვლელად ეპანელი როდრიგესი დაამარცხა.
ტატო ფინალში ნიდერლანდელ რიგი რენესს დაუპირისპირდება.
იმავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს ნიკოლოზ დავლაძე, ქართველი ძიუდოისტი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანელ აარონ სანტა მარია როდრიგესი შეხვდება.
ვარშავის ღია პირველობაზე 22 თებერვალს ექვსმა, დღეს კი შვიდმა ქარველმა იასპარეზა და ყველა მათგანი ტურნირს უმედლოს დაეშვიდობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში