Reuters – სერგეი ლავროვი 24 თებერვალს თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს, 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლავროვი თურქეთში განიხილავს საკითხებს ბოლო მოლაპარაკებების თაობაზე ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ შეუძლია ანკარას წვლილი შეიტანოს პროცესში.
გამოცემას წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც მასპინძლობდა საწყის მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, “მზადაა იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში”.
წყაროს თქმით, ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი ასევე განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და სირიაში არსებულ ვითარებას.
ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები უკრაინის საკითხზე გასულ კვირაში ერ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა