ასპინძაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ასპინძაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო – საახალწლო ილუმინაციებით განათებულია ქალაქის მთავარი ქუჩები და კულტურის პარკი.
ილუმინაციები ასპინძის მერიას, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საჩუქრად გადაეცა. საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების გამოსვლით დაიწყო და ასპინძის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების შესრულებული წარმოდგენებით გაგრძელდა.
საახალწლო ღონისძიებები ასპინძაში 31 დეკემბერს ადგილობრივი მომღერლების გალაკონცერტით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)