ისრაელმა პირველად გაატარა ჰუმანიტარული ტვირთი ღაზის მიმართულებით

ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზაში გაეროს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ისრაელიდან შევიდა. სატვირთოებმა სამხრეთ ისრაელში, ქერემ შალომის პუნქტი გაიარეს, – ამის შესახებ BBC წერს.
ადამიანები, რომელთა მოვალეობაც დახმარების მოქალაქეებამდე მიტანაა, აცხადებენ, რომ მარაგის განაწილება “სულ უფრო რთული ხდება”, რადგან ადგილობრივები, მობილიზებულ ჯგუფებად, ცდილობენ, ტვირთი სხვაზე ადრე მიიღონ.
ვიდრე სატვირთოებს გაატარებდა, ტვირთის პალესტინელებამდე მიტანა ეგვიპტის გავლით სცადეს, თუმცა ეს ურთულესი აღმოჩნდა. სატვირთო ავტომობილებს, რომლებითაც, ქალაქი რაფაჰის გავლით, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შეჰქონდათ, ასობით ადამიანი დახვდა. ისინი სასიცოცხლო მარაგების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ახტებიან ადგილობრივები დატვირთულ ავტომობილებს და ძირს ყრიან დახმარების შეფუთვებს.
“უმძიმესი”, “კატასტროფული”, “კოშმარული” – ეს იმ შეფასებათა მხოლოდ ნაწილია, რომლებითაც საერთაშორისო საზოგადოება ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს აღწერს. მოსახლეობას სუფთა წყალზე, საკვებსა და პირველადი მოხმარების საშუალებებზე წვდომა არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება