ფედერალური მთავრობის თანამშრომლებმა თავიანთი სამუშაო უნდა ახსნან, ან სამსახურიდან წავიდნენ – მასკი

-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების თანამშრომლებმა უნდა ახსნან, რა გააკეთეს ბოლო კვირაში.
„პრეზიდენტ ტრამპი ინსტრუქციის შესაბამისად, ყველა ფედერალური თანამშრომელი მალე მიიღებს ელექტრონულ ფოსტას, რომელიც ითხოვს იმის ახსნას, თუ რა გააკეთეს გასულ კვირას. რეაგირების შეუსრულებლობა მიიღება, როგორც გადადგომა”, – წერს მასკი სოციალურ ქსელში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფასიანი ქაღალდების, გაცვლის კომისიის და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანამშრომლებმა შესაბამისი შეტყობინებები უკვე მიიღეს. -ის ფედერალურ მთავრობას დაახლოებით 2.3 მილიონი თანამშრომელი ჰყავს. დონალდ ტრამპმა ილნ მასკს ფედერალური ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირება დაავალა.