კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად

ვერ წარმოგვიდგენია, რომ აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, რაიმე საერთო ინტერესის, მომავლის განსახილველად, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
კითხვაზე, „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სცენარი, სადაც ევროპელი ლიდერები ვლადიმერ პუტინს ხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის, ან ხანგრძლივი მშვიდობის შემთხვევაში“, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა :
„არ ვიცი, შესაძლოა ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში სასამართლო პროცესის შემდეგ. მე ამას არ ვიზამ. არ ვიცი, შესაძლოა, ევროპელი ლიდერებიდან მას ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, რომ აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, რაიმე საერთო ინტერესის, მომავლის განსახილველად. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ განაცხადოს, რომ შეუძლია ენდოს, რასაც პუტინი ამბობს“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ში ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტა სახიფათოა და საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.
„ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება, სახიფათოა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი. ამის მისაღწევად, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე.
სამშვიდობო შეთანხმება მკაფიოდ უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უზრუნველყოს აგრესორის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა